ხეცურიანის სომელიეს სკოლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაცია პირველად საქართველოში აცხადებენ ღვინის შემსწავლელ ონლაინ კურსებს შემდეგი მიმართულებებით:
- ღვინის კულტურა – ღვინის ენთუზიასტებისთვის ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 27 აპრილი.
- ღვინის გიდის კურსი ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 27 აპრილი.
- WSET level 1 ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 1 ივნისი
- WSET level 2 ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 8 ივნისი.
- სომელიესა და ღვინის ბიზნესის კურსი:
- ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 11 მაისი;
- დასწრებული (ლექციები აუდიტორიაში) სწავლების დასაწყისი – 2020 წლის 2 ნოემბერი.
კურსი „ღვინის ენთუზიასტი“
ღვინის კულტურის შემსწავლელი ონლაინ კურსი – ღვინის ენთუზიასტებზე, ენო-გასტრონომიის მოყვარულებზე და იმათზეა გათვლილი, ვისაც იმ აუცილებელი ცოდნის მიღება სურთ, თანამედროვე ადამიანს რომ ესაჭიროება ღვინოზე, როგორც კულტურაზე.
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- ღვინის ისტორია;
- ღვინის კულტურა;
- მევენახეობა მოყვარულთათვის;
- მეღვინეობა მოყვარულთათვის;
- რა არის ტერუარი?
- როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი;
- მსოფლიოს „მთავარი“ღვინოები;
- ქართული „მთავარი“ღვინოები;
- ღვინის ზადები და დაავადებები;
- ღვინის არომატები;
- ღვინის დეგუსტაციის წესები;
- კერძების და ღვინოების შეხამება;
- ღვინოსთან მოპყრობის კულტურა: ცოტა რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სომელიეს ხელოვნების შესახებ;
- ძირითადი მაღალალკოჰოლური სასმელები.
კურსი: 12 ვებინარი – 4 კვირის განმავლობაში;
ღირებულება: 550 ევროს ეკვივალენტი ლარში;
თითოეული ვებინარის ხანგრძლივობა: 2 საათი;
სწავლის დასაწყისი: 2020 წლის 27 აპრილი;
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 23 აპრილი,18.00 სთ.
კურსი სრულდება ტესტირებით, რომლის ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა (ხეცურიანის სომელიეს სკოლის და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის) „ღვინის ენთუზიასტის“ სერტიფიკატი.
კურსი „ღვინის გიდი“
კურსი გათვლილია საქართველოში მომუშავე გიდებზე, რომელთაც ღვინისა და გასტრონომიის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება სურთ.
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- ქართული ღვინის ისტორია, ტრადიციები;
- მთავარი მესიჯები ქართულ ღვინო – გასტრონომიაზე;
- შესავალი მევენახეობა – მეღვინეობაში;
- ღვინის სერვირება;
- ღვინის დეგუსტაცია;
- მსოფლიოს ღვინოები, ღვინის საერთაშორისო ტერმინები;
- საქართველოს ღვინოები და ჭაჭა;
- ღვინის ტურიზმი საქართველოში;
- გიდის როლი ქართული ღვინის ტურიზმში;
- ქართული გასტრონომია;
- საერთაშორისო გასტრონომია.
კურსი: 12 ვებინარი 4 კვირის განმავლობაში;
ღირებულება: 450 ევროს ეკვივალენტი ლარში;
ვებინარები ჩატარდება: ორშაბათს და ხუთშაბათს;
ვებინარის ხანგრძლივობა: 2 საათი;
სწავლის დასაწყისი: 2020 წლის 27 აპრილი;
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 23 აპრილი, 18.00 სთ.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ ჩატარდება პრაქტიკული სწავლება.
კურსი სრულდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ერთობლივი გამოცდით, რომლის ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულს სერტიფიცირებული ღვინის გიდის სერტიფიკატი გადაეცემა.
საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის წევრებზე გავრცელდება 20% – იანი ფასდაკლება.
კურსები WSETlevel 1 და WSETlevel 2
WSET– ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა, რომელიც როგორც ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალთათვის შეიქმნა, ასევე – დამწყებთათვის, რომელთაც ალკოჰოლური სასმელების შესახებ ცოდნის გაღრმავება სურთ.
კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.
WSET- ის კურსდამთავრებულები შეისწავლიან:
– მსოფლიო ღვინოები, ძირითადი რეგიონები და ვაზის ჯიშები;
– ღვინის დეგუსტაციის საერთაშორისო სტანდარტი;
– ღვინის სერვირების საერთაშორისო სტანდარტი;
– ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი;
– ენოგასტრონომიული შეხამების საერთაშორისო სტანდარტი.
WSET level 1:
- კურსის ღირებულება: 300 ევროს ეკვივალენტი ლარში;
- კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 6 მაისი,18.00 სთ;
- მოსამზადებელი ვებინარები: 2020 წლის 1 და 2 ივნისი: 12.00 სთ – 18.00 სთ;
- გამოცდა: 2020 წლის 6 ივნისი: 12.00 სთ – 13.00 სთ.
WSET level 2:
- კურსის ღირებულება: 650 ევროს ეკვივალენტი ლარში;
- კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 13 მაისი,18.00 სთ;
- მოსამზადებელი ვებინარები: 2020 წლის 8, 9, 10, 11 და 12 ივნისი: 12.00 სთ – 18.00 სთ;
- გამოცდა: 2020 წლის 20 ივნისი: 12.00 სთ – 13.00 სთ.
WSET– ის კურსი ინგლისურ ენაზეა და, შესაბამისად, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია.
WSET level 2 კურსის გავლისათვის, WSET level 1 კურსის სერთიფიკატი სავალდებულო არ არის.
კურსი „სომელიე“
სომელიესა და ღვინის ბიზნესის დასწრებული (ლექციები აუდიტორიაში) ან ონლაინ კურსი დარგის პროფესიონალებზეა გათვლილი, ვინც უკვე მოღვაწეობს, ან მომავალში აპირებს, დაუკავშირდეს ღვინის ან Hospitality სფეროს ბიზნესს: ღვინის წარმოებას, HoReCa სექტორს, ან, უბრალოდ, მოყვარულია და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავება სურს.
კურსდამთავრებულთ ეცოდინებათ:
- მევენახეობის საფუძვლები: ამპელოგრაფია | ვაზის გენეტიკა | ვაზის კლასიფიკაცია | ვაზის მორფოლოგია | ვაზის დაავადებები/ფიტოსანიტარული კონტროლი | ნიადაგმცოდნეობა | ტერუარი | კლიმატური პირობების გავლენა | მდგრადი მევენახეობა | ვენახის გაშენება | აგროტექნიკა | ყურძნის შემადგენლობა | ბიომევენახეობა | ბიოდინამიკა და სხვა;
- ენოლოგიის საფუძვლები: ცქრიალა, თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ქვევრის ღვინოების ტექნოლოგია | ბუნებრივი ღვინოები | მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი და სხვა ღვინოების ტექნოლოგია | ღვინის დავარგება | ქვევრი | კასრი | ღვინის ზადები და დაავადებები | ღვინის არომატები | ღვინის შეფასება | დეგუსტაციის წესები;
- ღვინის ბიზნესი: ვენახის ეკონომიკა და ფინანსები | ღვინის საწარმოს ეკონომიკა | ღვინის საწარმოს მენეჯმენტი | ღვინის ხარისხის კონტროლი | ღვინის მარკეტინგი | არქიტექტურა და ტექნოლოგიური გეგმარება | ღვინის ტურიზმი | გასტრონომიული ტურიზმი;
- მსოფლიო მეღვინეობა: საფრანგეთი | იტალია | ესპანეთი | პორტუგალია | გერმანია | ავსტრია | შვეიცარია | აშშ | ჩილე | არგენტინა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ავსტრალია | ახალი ზელანდია და სხვა | ღვინის საერთაშორისო კანონმდებლობა | ჯიშები | მთავარი მწარმოებლები | როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი?
- საქართველოს მეღვინეობა: ისტორია | რეგიონები | ჯიშები | მწარმოებლები | „მთავარი“ ქართული ღვინოები | ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები | ქართული ტერუარები;
- სომელიეს ხელოვნება: ღვინის ბარათის შექმნა | დეგუსტაციის ხელოვნება | სასმელების მარაგების მართვა | სომელიეს აქსესუარები | ღვინის ჭიქები | ენო-გასტრონომიული შეხამებები;
- მსოფლიოს სასმელები: ჭაჭა | კონიაკი | არმანიაკი | ვისკი | ლუდი | ჩაი | ყავა და სხვა.
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე;
ღირებულება: 1 900 ევროს ეკვივალენტი ლარში;
კურსი სრულდება შემაჯამებელი გამოცდით – GSA 60.
- ონლაინ კურსის შემთხევაში:
- სწავლის დასაწყისი: 2020 წლის 11 მაისი;
- კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 4 მაისი,18.00 სთ;
- ვებინარები ჩატარდება: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს;
- ვებინარის ხანგრძლივობა: 2 საათი.
- დასწრებული (ლექციები აუდიტორიაში) კურსის შემთხვევაში:
- სწავლის დასაწყისი: 2020 წლის 2 ნოემბერი;
- კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 12 ოქტომბერი,18.00 სთ;
- ლექციები ჩატარდება: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს;
- ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.
- სწავლის დასაწყისი: 2020 წლის 2 ნოემბერი;
- კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 12 ოქტომბერი,18.00 სთ;
- ლექციები ჩატარდება: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს;
- ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.
შენიშვნა: სომელიეს სტატუსის მისაღებად საჭიროა გამოცდების: GSA 60 და WSET level 2 – ის წარმატებით ჩაბარება. სტატუსს ანიჭებს საქართველოს სომელიეთა ასოციაცია. სტატუსის მისაღებად არ არის სავალდებულო აღნიშნული კურსის გავლა, საჭიროა აღნიშნული გამოცდების ჩაბარება. გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელს ოფიციალურად მიენიჭება სომელიეს სტატუსი და გადაეცემა სომელიეს სამკერდე ნიშანი. სტატუსი ენიჭებათ 5 წლის ვადით, რის შემდეგაც საჭიროა საკვალიფიკაციო გამოცდის, GSA 60 – ის ჩაბარება.
ყველა კურსი ადაპტირებულია ონლაინ სწავლებისთვის:
კავშირის შესახებ ინსტრუქტაჟი და კავშირის ტესტირება ჩატარდება დამატებით.
საკურიერო სამსახურის მეშვეობით მსმენელები მიიღებენ სადეგუსტაციო თუ სხვა საჭირო მასალებს. ლექციები ჩატარდება ონლაინ, ვებინარის სახით.
COVID-19 – თან დაკავშირებული შესაძლო გაუთვალისწინებელი გამოწვევების შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.