საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, ჩატარდეს კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“

5-8 ოქტომბერს საფრანგეთში, შამპანის აკვანში – ქალაქ რეიმსში – გაიმართა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50-ე გენერალური ასამბლეა. სიმბოლურია, რომ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია 50 წლის წინ სწორედ ამ ქალაქში დაფუძნდა.

საიუბილეო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა, წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსიმსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“- საქართველოში ჩატარდეს. ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყანად უკვე ოფიციალურად დაასახელა.

ამ პატივის მოსაპოვებლად საქართველოს მეტოქეები არიან: საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ლატვია. საბოლოო ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება.

 

ინფორმაციისთვის:

მსოფლიოს საუკეთესო  სომელიეს გამოსავლენად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე 2019 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარდა, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა, მარკ ალმერტმა, გაიმარჯვა, ხოლო სამეულში დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები მოხვდნენ. საქართველოს სახელით ამ მსოფლიო დონის კონკურსში იასპარეზა თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულმა, „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“- ის გამარჯვებულმა, რესტორან „ქალაქი“ – ს სომელიემ, თამაზ თამაზაშვილმა.

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია (ASI – „Association de la Sommellerie Internationale”)  1969 წელს საფრანგეთში დაარსდა, კერძოდ, ქ.რეიმსში და აერთიანებს მსოფლიოს 60 ქვეყნის სომელიეთა ასოციაციას. მათი მთავარი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის მოხმარების კულტურის განვითარება, საგანმანათლებლო კურსების და ტრენინგების გამართვა მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის, ასევე – სომელიეთა საერთაშორისო და კონტინენტალური კონკურსების ორგანიზება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია  2003 წელს დაარსდა, მისი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის კულტურისა და განათლების განვითარება ქვეყანაში და ქართული ღვინის, როგორც კულტურის, პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და უცხოეთში.

სომელიეთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ღვინის მწარმოებლებთან.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2014 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი.

 

Georgia has Officially been Named as the Candidate Country where may be Held the Best Sommelier of the World Contest 2022

 

On October 5-8, the 50th General Assembly of the International Sommelier Association (ASI) was held in the cradle of champagne – Reims, France. It is symbolic that the International Sommelier Association was founded 50 years ago just in this city.

At the Anniversary Assembly Session, the President of Georgian Sommelier Association, Shalva Khetsuriani made a request to hold the Best Sommelier of the World contest 2022″ in Georgia. The Assembly has officially named Georgia as a Candidate Country.

Georgia’s contenders in getting this honor are: France, New Zealand and Latvia. The final voting will take place on December 13.

 

For your information:

The last World Contest to reveal the Best Sommelier of the World was held in Antwerp, Belgium, in 2019, at which the winner became Marc Almert from Germany and the top three sommeliers were the representatives of Denmark and Latvia. In the name of Georgia, Tamaz Tamazashvili, the graduate of Tbilisi Wine School, the winner of Best Sommelier of Georgia 2018, Sommelier of Restaurant “Qalaqi” participated in this world-level competition.

The International Sommelier Association (ASI – Association De La Sommellerie Internationale) was founded in 1969 in France, namely in Reims, and associates the Sommelier Associations of 60 countries from the whole world. Their main goal is to develop the sommelier profession, the culture of wine consumption, to provide educational courses and trainings for future sommeliers, the representatives of wine industry and wine lovers, as well as to organize international and continental contests of sommeliers.

Georgian Sommelier Association was founded in 2003. Its aim is to promote the sommelier profession, develop wine culture and education in the country and popularize Georgian wine as a culture within the country and abroad.

The Sommelier Association actively cooperates with National Wine Agency of the Ministry of Agriculture of Georgia, National Tourism Administration of Georgia and wine producers.

Georgian Sommelier Association has been the member of the International Sommelier Association (ASI) since 2014.