სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა 2018 წელს საქართველოში ჩატარდება!
2017 წლის 16-17 ივნისს ბორდოში, საფრანგეთში, ღვინის მუზეუმში „La Cité du Vin“ სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის (ASI) გენერალური ასამბლეა ჩატარდა, სადაც არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი – არგენტინის წარმომადგენელი ანდრეს როსბერგი
ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი – შალვა ხეცურიანი. მან ისაუბრა მომდევნო გენერალური ასამბლეის შესახებ რომელიც 2018 წლის 17-21 ივნისს ჩატარდება საქართველოში და უმასპინძლებს 50ზე მეტი ქვეყნის სომელიეთა ასოციაციათა გაერთიენებას.