საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და Tbilisi Wine School აცხადებს მიღებას WSET–ის პირველი და მეორე დონის კურსზე ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ფონდის (Wine and Spirits Education Trust -WSET) პროგრამების აკრედიტებული მიმწოდებელი და Tbilisi Wine School აცხადებს მიღებას WSET-ის პირველ და მეორე დონის კურსზე ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ფონდის (Wine and Spirit Education Trust – WSET) სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ. ეს იგივე ტიპის მსოფლიო სტანდარტია როგორიც არის, მაგალითისთვის, ინგლისურ ენაში – TOEFL და IELTS.
ამ კურსის გავლისა და გამოცდის ჩაბარების თქვენ გაეცნობით და მიიღებთ ცოდნას შემდეგ მიმართულებებში:
- მსოფლიო ღვინოები, ძირითადი რეგიონები და ჯიშები
- დეგუსტაციის საერთაშორისო სტანდარტები
- ღვინის სერვირების საერთაშორისო სტანდარტები
- ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი
- ღვინისა და კერძების შეხამების საერთაშორისო სტანდარტები
- საფუძვლიანი შესავალი მსოფლიოს მაღალალკოჰოლური სასმელების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსი ჩატარდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ამიტომ კურსზე მოსახვედრად ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა აუცილებელია ყველა კანდიდატისათვის.
WSET-ის პირველი დონის კურსი გაიმართება 2017 წლის 15 და 17 ივნისს. კურსი ჩატადება სასტუმრო თბილისი რუმსში, კოსტავას ქ. #7, თბილისი.
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე (4 საათი დღეში) ასევე მოიცავს გამოცდას.
15.06.2017 18:00-დან 22:00 საათამდე
17.06.2017 11:00-დან 15:00 საათამდე + გამოცდა
გამოცდა: 30 მრავალარჩევნიან კითხვაზე პასუხის გაცემა უნდა მოხდეს 45 წუთში.
სერტიფიცირება: ყველა მონაწილე, ვინც მიიღებს მინიმუმ 70% ქულას, მიიღებს სერტიფიკატს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ივნისი.
პირველი დონის კურსის ღირებულება გამოცდის ჩათვლით არის: 507,40 ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო სახელმძღვანელო, უცხოური ღვინოების დეგუსტაცია, დღგ).
მათთვის ვისაც უკვე გავლილი აქვთ WSET 1 კურსი, მხოლოდ გამოცდის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით): 251.00 ლარი
შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ინვოისს, რომლითაც უნდა მოხდეს კურსის ღირებულების გადახდა საბანკო ანგარიშსწორებით არაუგვიანეს 2017 წლის 2 ივნისისა.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული განაცხადის ფორმა ინგლისურ ენაზე. შევსებული განაცხადი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@sommelier.ge
კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად გთხოვთ, მიყვეთ ბმულს GSA-WSET Level1 RegForm copy
————————-
WSET-ის მეორე დონის კურსი გაიმართება 2017 წლის 20, 22, 24, 27, 29 ივნისს და 8 ივლისს გამოცდა. კურსი ჩატადება სასტუმრო თბილისი რუმსში, კოსტავას ქ. #7, თბილისი.
WSET-ის მეორე დონის კურსი გაიმართება 5 დღის განმავლობაში (4 საათი დღეში). დამატებით ინდივიდუალური მეცადინეობა მოიცავს 20 საათს. კურსის სპეციფიკაციაზე წვდომისთვის შერჩეულ კანდიდატებს მივაწვდით ბმულს, კურსის დაწყებამდე მათ გასაცნობად.
20.06.2017 18:00-დან 22:00 საათამდე
22.06.2017 18:00-დან 22:00 საათამდე
24.06.2017 11:00-დან 15:00 საათამდე
27.06.2017 18:00-დან 22:00 საათამდე
29.06.2017 18:00-დან 22:00 საათამდე
08.07.2017 11:00 – გამოცდა
სწავლების გადასახადი მოიცავს:
- WSET მეორე დონის კურსის სასწავლო პაკეტს (სახელმძღვანელო, სავარჯიშო რვეული, დეგუსტაციის ბარათი)
- უცხოური ღვინოების დეგუსტაცია (30-35 ღვინო)
- კურსის ჰენდაუთებს
- კურსის ყველა სასწავლო გადასახადს
- საგამოცდო ფურცელს
- ოფიციალურ სერტიფიკატსა და ბეიჯს მათთვის ვინც ჩააბარებს
- დღგ-ს 18%
სასწავლო მასალები: კუთვნილ სასწავლო პაკეტს მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურად 1 კვირით ადრე კურსის დაწყებამდე.
სპეციალური სასწავლო საჭიროებანი: გთხოვთ, კურსზე რეგისტრაციისას გვაცნობოთ, თუ გაქვთ რაიმე საჭიროება სპეციალური პიროებებისა თუ დამატებითი მხარდაჭერისა, როგორიცაა მაგალითად დისლექსია, რათა ჩვენ შევძლოთ წინასწარ გავითვალისწინოთ გამოცდისთვის.
გამოცდა: 50 მრავალარჩევნიან კითხვაზე პასუხის გაცემა უნდა მოხდეს 60 წუთში.
სერტიფიცირება: ყველა მონაწილე, ვინც მიიღებს მინიმუმ 55% ქულას, მიიღებს სერტიფიკატს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 8 ივნისი
მეორე დონის კურსის ღირებულება გამოცდის ჩათვლით არის: 1,416.00 ლარი.
მათთვის ვისაც უკვე გავლილი აქვთ WSET 2 კურსი, მხოლოდ გამოცდის ღირებულება: 411.00 ლარი.
კურსისთვის შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ინვოისს, რომლითაც უნდა მოხდეს კურსის ღირებულების გადახდა საბანკო ანგარიშსწორებით არაუგვიანეს 2017 წლის 9 ივნისისა.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული განაცხადის ფორმა ინგლისურ ენაზე. შევსებული განაცხადი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@sommelier.ge
კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად, გთხოვთ მიყვეთ ბმულს: GSA-WSET-Level2-RegForm copy