ქეთი ჯურხაძე – ღვინის სკოლა-სტუდიის – “კაბისტონი” – დირექტორი
ღვინის კომპანია “ჭანდრები” დაარსდა 2001 წელს, მათი ვენახები მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ იყალთოში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი კახეთის მხარეში. ვენახს ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიონის მთები, ხოლო სამხრეთით – ცივგომბორის ქედი. გაშენებულია ზღვის დონიდან 520 მ-ზე, ხოლო ვენახის რელიეფი ტერასულია. მიკროკლიმატი ხასიათდება ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. საერთო ფართობი 40 ჰექტარია, საიდანაც 35 ჰექტარი საფერავია, ხოლო 5 ჰექტარი – მწვანე.
ღვინო “ოროველა”. საფერავი 2005.
ფერი – გამოირჩევა მუქი ბროწეულის ფერით, მდიდარი შავი თუთის, მოცხარისა და ალუბლის ტონებით.
გემო – ხასიათდება ხავერდოვანი, დახვეწილი ტანინებით, დაბალანსებული, ხანგრძლივი დაბოლოებით და მუხის რბილი, დახვეწილი ტონებით. რაც გამოწვეულია
ღვინის ამერიკულ და ფრანგულ მუხის კასრებში 12-თვიანი დაძველებით ( 50% საფერავის დავარგება ხდება ფრანგულ მუხის კასრებში, 50%-ის კი – ამერიკულ მუხის კასრებში).
სერვირების ტემპერატურა: 14-16 0C.
საკვებთან შეხამება: საქონლის ბივშტექსი, მწვადი, სტეიკი, ნანადირევი.