საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (Georgian Sommelier Association) 2003 წლიდან არსებობს. 2008 წელს ის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) კანდიდატი წევრი, ხოლო 2014 წლიდან სრულუფლებიანი წევრი გახდა.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ანიჭებს 3 სტატუსს: ასისტენტ სომელიე, სომელიე და შეფ-სომელიე.
შესაბამისი სტატუსის მისაღებად საჭიროა 2 გამოცდის ჩაბარება:
- საქართველოს სომელიეთა ასოციაციის გამოცდა GSA Exam;
- ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Wine and Spirits Education Trust -WSET) გამოცდა.
თითოეულ სტატუსს შეესაბამება აღნიშნული გამოცდების შესაბამისი დონე:
- ასისტენტ სომელიე: GSA Exam 60 და WSET Level 1 Award in Wines
- სომელიე: GSA Exam 80 და WSET Level 2 Award in Wines and Spirits
- შეფ-სომელიე: GSA Exam 95 და WSET 3 Level Award in Wines