სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ტრენინგი „ვაზის სხვლა-ფორმირების პრინციპები” ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ ჩხარტიშვილი. ღონისძიებას დაესწრო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.
ტრენინგი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის, ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მევენახეობის აგროწესების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვაზის გასხვლა-ფორმირების პრინციპების თეორიულ ასპექტებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეობა მიიღეს გასხვლის პროცესში.
ტრენინგის ბოლოს მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მსგავსი ტიპის ტრენინგები ინტენსიურად განხორციელდება.