“შატო მუხრანის” ღვინო – “შავკაპიტო”
ტიპი: მშრალი წითელი
მოსავლის წელი: 2012
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 13°C – 14°C
ალკოჰოლი: 12.5%
მუქ ლალისფერ და მოხდენილ კაბაში გამოწყობილი ეს საოცარი ღვინო, რომელიც დამზადებულია შიდა ქართლის რეგიონში მოყვანილი ავტოქტონური ყურძნის ამავე სახელწოდების ჯიშისგან, ხასიათდება კენკროვანი ხილის მდიდარი არომატით, სადაც ჭარბობს მწიფე ალიბუხრის, ქლიავისა და ალუბლის ნაცნობი სურნელი.
დაკვირვებული ადამიანი მასში აღმოსავლური სანელებლების ეგზოტიკურ არომატსაც შეამჩნევს, რითაც ნიჭიერი კაცის მიერ ესოდენი სიყვარულით შექმნილი ეს ღვინო, კიდევ უფრო მრავალფეროვან სიმფონიად “ისმინება”. სურნელოვანი პილპილის თბილი და მიხაკ/დარიჩინის რომანტიული, თავბრუდამხვევი ჰარმონია ამ ელეგანტურ ღვინოს ბარაქიანი შემოდგომის გვირგვინს ადგამს.
სრულსხეულიანი და ჰარმონიული, დაბალანსებული ეს ღვინო, საკმაოდ მწიფე ტანინების სასიამოვნო ხავერდოვანი შეგრძნებით, მომავალი ზამთრის მეგზურად გვევლინება. მისი ხანგრძლივი დაბოლოება და შთამბეჭდავი, მდიდრული შლეიფი თქვენს საღამოს დაუვიწყარს გახდის.
ფრანგული მუხის კასრში დავარგებული “შავკაპიტო” კიდევ უფრო დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს, თუკი მას გრილზე დამზადებული ნანადირევი ტახის, იხვის ან თუნდაც, კურდღლის ხორცთან მიირთმევთ.