საქართველო პირველად მასპინძლობს ღვინის მაგისტრების 21-კაციან ჯგუფს
ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16 მარტს საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.
პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც ღვინის მაგისტრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს. ღვინის მაგისტრების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიზა გრანიკმა (აშშ) ეროვნულ მუზეუმში წარმოადგინა პრეზენტაციას ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის დარგის შესახებ.
სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა.
„ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ღვინის მაგისტრების ჩამოყვანა, არის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ თანამშრომობს სახელმწიფო სრუქტურა, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და კერძო სექტორი – ასოციაცია „ქართული ღვინო“. სწორედ ასოციაციის დამსახურებით მოხდა შესაძლებელი ამდენი სტუმრის ვიზიტის საქართველოში ორგანიზება“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.