[:en]ყვარელში მერვე საუკუნის დროინდელი, ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს

ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე,რომელსაც დოლოჭოპის ნასახლარს ეძახიან, არქეოლოგებმა გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ნასახლარი, V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკის ტიპის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, დაახლოებით მერვე საუკუნის დროინდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს:

„ქვევრი ტევადობით დაახლოებით ერთი ტონაა. როდესაც VIII საუკუნეში არაბთა შემოსევის შემდეგ ეკლესია დანგრეულა და კედლები ჩამოშლილა, ნაშალში მოყოლილი ქვევრი ბუნებრივად დაკონსერვებული სახით შემორჩა. არქოლოგიური კვლევებისას, მუშაობის დროს ნელ-ნელა ჩნდებოდა VIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთებიც.

13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა, მარგებელი თვისებებით გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა, რაც ლაბორატორიულმა კვლევამაც დაადასტურა.

ახლა ვიცით, რომ ქვევრში მოთავსებული წყალი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ, რაც ბუნებამ ამ დრომდე შემოგვინახა. აქ ისეთი ქანებია, დიდი ძალისხმევის შედეგად ვთხრით ნიადაგს.

ქვევრის ირგვლით საერთოდ არ ყოფილა ნესტი, არც თიხის მთლიანობა ყოფილა დარღვეული. დღემდე მოდიან სხვადასხვა ტაძრიდან სასულიერო პირები, მრევლი და წყალი მიაქვთ.“

Somm-qvevri-kvarlshi

[:ka]ყვარელში მერვე საუკუნის დროინდელი, ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს

Somm-qvevri-kvarlshi[:]