[:en]
წინასაახალწლოდ „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“- ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ,,ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015” – ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. ხსენებული კონკურსი მეორე წელია, ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება._
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გამარჯვებულ ღვინოთა გამოსავლენად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
ანსამბლ ,,შვიდკაცა”-ს, ეკა მამალაძის, ნატო მეტონიძისა და დუეტ ,,ასეა სულ”-ის ცოცხალმა შესრულებამ საზეიმო საღამოს მართლაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
დაჯილდოების ცერემონია (რეჟისორი – ზაალ ჩიქობავა, სცენარის ავტორი – გურანდა იაშვილი) მაკა მახარაძის საბალეტო საბავშვო სტუდია ,,ვერისუბნის” და მუსიკალური სტუდია „ანა-ბანა“-ს (ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე) პატარების „ალილო“-თი დაიწყო და ღონისძიების კონფერანსიეს, თიკა ფაცაციას მიერ წარმოთქმული გალაკტიონის სიტყვით გაგრძელდა: – „გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას, ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას!“
პრიზების გადაცემამდე აღინიშნა, რომ „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მეორე წელია, ატარებს და ქართული მეღვინეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რადგან მასში ბაზარზე არსებულ ღვინის კომპანიათა თუ მცირე მეწარმეთა დიდი უმრავლესობა მონაწილეობს. წელს 50-ზე მეტი მეღვინის 1000-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი 16 სახეობაში.”
კონკურსის უნიკალობას ისიც განსაზღვრავს, რომ გამარჯვებულებს ორი ჟიური გამოავლენს: – პირველი ჟიური პროფესიონალი ენოლოგების, დეგუსტატორების და სომელიეებისაგან შედგება და მას, ტრადიციულად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და ,,მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი, შალვა ხეცურიანი ხელმძღვანელობს.
მეორე ჟიურის (არტჟიური) კი წელს ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი: – ლანა ღოღობერიძე, ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია, ლევან ლაღიძე, მაკა მახარაძე, ეკა ჩხეიძე, ეკა მამალაძე, ნოდარ მამისაშვილი, ლევან კოღუაშვილი, რევაზ კიკნაძე, დინი ვირსალაძე და დავით ტურაშვილი წარმოადგენდნენ, რომელთა უმრავლესობამაც გამარჯვებულებს პრიზები პირადად გადასცეს. ორივე ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული ღვინოები საგანგებოდ შექმნილი პრიზით დაჯილდოვდა.
აი, გამარჯვებული ღვინოები და კომპანიებიც:
პროფესიული ჟიურის არჩევანი:
წლის საუკეთესო ,,ცქრიალა ღვინო”
– „ბრუტი“ 2014 წ. – კომპანია „ბადაგონი“.
_
– „წინანდალი“ 2013 წ. – კომპანია „თელიანი ველი“;
– „წინანდალი“ 2014 წ. – კომპანია „თბილღვინო“.
წლის საუკეთესო ,,თეთრი მშრალი ღვინო”
– „კონდოლი–მწვანე–ქისი” 2014 წ. – კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი“.
წლის საუკეთესო ,,ქვევრის თეთრი ღვინო:
– „ქვევრის ტრადიციული კახური“ 2014 წ. – კომპანია „პეტრიაანთ მარანი“;
– „რქაწითელი მამაპაპური“ 2014 წ. – კომპანია „საწნახელი“._
_
_
წლის საუკეთესო ,,ვარდისფერი ღვინო”
– „საფერავი როზე“ 2014 წ. – კომპანია „თელავის ღვინის მარანი“.
წლის საუკეთესო ,,წითელი მშრალი ღვინო”:
– „წინანდლის კაბერნე“ 2014 წ. – კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა – KTW;
– ,,შავკაპიტო” 2013 წ. – კომპანია „შატო მუხრანი“.
წლის საუკეთესო ,,თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
– „ქისი“ 2013 წ. – კომპანია „კონჭო და კომპანი“.
წლის საუკეთესო ,,მუკუზანი”
– „მუკუზანი“ 2013 წ. – კომპანია „ბესინი“;
– „მუკუზანი“ 2014 წ. – კომპანია „კახური ღვინის მარანი“._
– „საფერავი” 2014 წ. – კომპანია „თბილღვინო“;
– „საფერავი“ 2014 წ. – კომპანია „შუმი“.
წლის საუკეთესო ,,პრემიალური საფერავი”:
– „ალავერდი“ 2014 წ. – კომპანია ,,ბადაგონი“;
– „საფერავი პრემიუმი“ 2013 წ. – კომპანია „ასკანელი ძმები“.
– „ხვანჭკარა“ 2013 წ. –კომპანია „ვაინმენი“.
წლის საუკეთესო ,,ქინძმარაული”
– „ქინძმარაული“ 2014 წ. – კომპანია „შალოშვილის მარანი“.
წლის საუკეთესო ჭაჭა:
– „ზეარის ჭაჭა“, 2014 წ. – კომპანია „ზეარის“;
– „ჭაჭა“ 2014 წ. – „თელავის ღვინის მარანი“.
არტჟიურის არჩევანი:
წლის საუკეთესო ,,ცქრიალა ღვინო”
– „FINEST“ 2013 წ. – კომპანია „ბაგრატიონი 1882“.
წლის საუკეთესო წინანდალი
– „წინანდალი“ 2013 წ. – კომპანია „ბესინი“.
წლის საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო
– „ქისი“ 2011 წ. – კომპანია „ვინივერია“.
წლის საუკეთესო ,,ვარდისფერი ღვინო”
– „როზე“ 2014 წ. – კომპანია „ასკანელი ძმები“.
წლის საუკეთესო ,,მუკუზანი”:
– „მუკუზანი“ 2014 წ. – კომპანია „კახური“;
– „მუკუზანი“ 2013 წ. – კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“.
წლის საუკეთესო ,,პრემიალური საფერავი”
– „კონდოლის საფერავი“ 2013 წ. – კომპანია „თელავის ღვინის მარანი“.
წლის საუკეთესო ,,ხვანჭკარა”
– „ხვანჭკარა“ 2014 წ. – კომპანია „ალექსანდროული“.
წლის საუკეთესო ,,ქინძმარაული”
– „ქინძმარაული“ 2014 წ. – კომპანია „ქინძმარაულის მარანი“.
წლის სუკეთესო ,,ჭაჭა”
– „ჭაჭა“ 2014 წ. – კომპანია „ქინძმარაულის მარანი“.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ტრადიციისამებრ, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ,,საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ღვინის ორდენი”-ს კავალრებიც წარადგინა.
წელს „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ღვინის ორდენი” გადაეცათ:
- ლევან უჯმაჯურიძეს (პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი) – ქართული ვაზის ენდემური ჯიშების მოძიებისა და გაშენებისათვის;
- მალხაზ ხარბედიას (მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ღვინის კლუბის პრეზიდენტი) – ქართული ღვინის მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
- ლევან ფრუიძეს (პროფესორი, ეთნოგრაფი, მკვლევარი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი) – საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ეთნოგრაფიული ისტორიის კვლევასა და შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
,,ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი” საზოგადოებას და ღვინის მოყვარულთ მომავალი წლის ბოლომდე დაემშვიდობა.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია,
თბილისი, 2015 წლის 23 დეკემბერი
[:ka]
წინასაახალწლოდ „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“- ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
აი, გამარჯვებული ღვინოები და კომპანიებიც: პროფესიული ჟიურის არჩევანი: წლის საუკეთესო ,,ცქრიალა ღვინო” – „ბრუტი“ 2014 წ. – კომპანია „ბადაგონი“.
|
წლის საუკეთესო ,,ქვევრის თეთრი ღვინო: – „ქვევრის ტრადიციული კახური“ 2014 წ. – კომპანია „პეტრიაანთ მარანი“; – „რქაწითელი მამაპაპური“ 2014 წ. – კომპანია „საწნახელი“. |

[:]