24-25 მაისს, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ პრაღაში, ღვინის ფესტივალ “Prague drinks wine”-ს ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმის, “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”-ს, ჩვენება. ფილმი გადაღებულია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და “მარანი ხეცურიანი”-ს ფინანსური მხარდაჭერით.
 
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ პრაღის ღვინის ფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საპატიო სტუმრის სტატუსით.
 
 
 
#festivalautentickychvin #embassyofgeorgiatotheczechrepublic #georgiansommelierassociation #nationalwineagency #tbilisiwineschool #khetsurianiwinery