საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (Georgian Sommelier Association), როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Wine and Spirits Education Trust – WSET) პროგრამების აკრედიტებული მიმწოდებელი საქართველოში და თბილისის ღვინის სკოლა (Tbilisi Wine School) აცხადებენ WSET Level 1 Award in Wines და WSET Level 2 Award in Wines and Spirits 2018 წლის გაზაფხულის კურსებს საქართველოში.

WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.

კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. 
სომელიეს სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია იხილეთ საიტზე Georgian Sommelier Association
WSET- ის კურსდამთავრებულებს ცოდნა ექნებათ შემდეგ სფეროებში:

– მსოფლიო ღვინოები, ძირითადი რეგიონები და ვაზის ჯიშები;
– ღვინის დეგუსტაციის საერთაშორისო სტანდარტი;
– ღვინის სერვირების საერთაშორისო სტანდარტი;
– ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი;
– ენოგასტრონომიული შეხამების საერთაშორისო სტანდარტი;
– მსოფლიოს მაღალალკოჰოლური სასმელები.

WSET- ის კურსი ინგლისურ ენაზეა და შესაბამისად, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია.

WSET Level 1 Award in Wines კურსი გაიმართება 11 და13 აპრილს. გამოცდა ჩატარდება 13 აპრილს.
ჩატარების ადგილი: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია – თბილისი, ფალიაშვილის ქ. 31 – 6

თარიღი 11.04.2018 დრო 18.00 – 22.00
თარიღი 13.04.2018 დრო 12.00 – 16.00 (გამოცდის ჩათვლით)

რეგისტრაციის ბოლო დღეა 20 მარტი 2018წ.
ღირებულება 700 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ გავლილი გაქვთ WSET Level 1 Award in Wines  კურსი, გამოცდაზე დასწრების ღირებულება გახლავთ  350 ლარი. კურსის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ინვოისის საფუძველზე 20 მარტს 18.00 სთ, თბილისის დროით.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა, შეავსოთ და გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე  GSA – WSET Level 1 Award in Wines Registration Form

იხილეთ კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია  WSET Level 1 in Wines specification 2017

 

WSET Level 2 Award in Wines and Spirits კურსი გაიმართება 16, 18, 20 და 21 აპრილს. გამოცდა ჩატარდება 28 აპრილს.

ჩატარების ადგილი: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია – თბილისი, ფალიაშვილის ქ. 31 – 6

თარიღი 16.04.2018 დრო 18.00 – 22.00
თარიღი 18.04.2018 დრო 18.00 – 22.00
თარიღი 20.04.2018 დრო 18.00 – 22.00
თარიღი 21.04.2018 დრო 12.00 – 16.00
თარიღი 28.04.2018 დრო 12.00 – 13.00 (გამოცდა)

რეგისტრაციის ბოლო დღეა 22 მარტი 2018წ.
ღირებულება 1600 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ გავლილი გაქვთ WSET Level  2 Award in Wines and Spirits  კურსი, გამოცდაზე დასწრების ღირებულებააა 500 ლარი

გთხოვთ, იხილოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა, შეავსოთ და გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე GSA-WSET Level 2 Award in Wines and Spirits Registration Form

იხილეთ კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია

Specification of WSET Level 2 Award in Wines Spirits

WSET Level 2 in Wines and Spirits Systematic Approach to Tasting Wine

კურსის ღირებულებაში შედის:

– WSET -ის სასწავლო მასალა (კურსის სახელმძღვანელო, სასწავლო მეგზური და სადეგუსტაციო ფურცელი)
– ღვინოები (WSET I – 9 ღვინო; WSET II – 30-35 ღვინო)
– კურსის სწავლების ღირებულება
– საგამოცდო ფურცელი
– ოფიციალური სერტიფიკატი და WSET -ის სამკერდე ნიშანი.
– დღგ 18%

სასწავლო მასალა გადმოგეცემათ სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

განსაკუთრებული მოთხოვნები: გთხოვთ, შეგვატყობინოთ წინასწარ, დამატებით, გამოცდაზე დასასწრებად თუ გესაჭიროებათ რაიმე სახის დახმარება, მაგალითად, დისლექსიის შემთხვევაში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის ღვინის სკოლისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სასწავლო კურატორს – ანა ხითარიშვილს
0322 432 622;  599 68 87 76;   ელფოსტა:  ana.khitarishvili@sommelier.ge