საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ქართული ღვინის კონკურსი 2016 გამოაცხადა

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2016 წლის სექტემბერში მართავს “ქართული ღვინის მე-3 ეროვნულ კონკურსს”.

კონკურსზე პროფესიონალ ჟიურისთან ერთად (მეღვინეები, სომელიეები), ღვინოებს შეაფასებს “სახალხო ჟიური” – საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეები.

გამარჯვებული ღვინოები გამოვლინდება 17  ნომინაციაში:

  1. საუკეთესო ცქრიალა ღვინო;
  2. საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო (ნებისმიერი თეთრი მშრალი, გარდა წინანდლის, მაგალითად, კრახუნა, კახური მწვანე და ა.შ.);
  3. საუკეთესო წინანდალი;
  4. საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო (ნებისმიერი თეთრი ღვინო, შექმნილი ქვევრში);
  5. საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო;
  6. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო;
  7. საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო (გარდა საფერავისა და მუკუზანისა);
  8. საუკეთესო წითელი პრემიალური მშრალი ღვინო (გარდა საფერავისა და მუკუზანისა);
  9. საუკეთესო საფერავი;
  10. საუკეთესო პრემიალური საფერავი;
  11. საუკეთესო მუკუზანი;
  12. საუკეთესო ქვევრის წითელი მშრალი ღვინო;
  13. საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო (გარდა უსახელოურის, ხვანჭკარისა და ქინძმარაულის);
  14. საუკეთესო უსახელოური;
  15. საუკეთესო ხვანჭკარა;
  16. საუკეთესო ქინძმარაული;
  17. საუკეთესო ჭაჭა.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა უფასოა;
  • ღვინის მწარმოებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ზემოთ აღნიშნულ ნებისმიერ ნომინაციაში. თითო ნომინაციაში (გარდა ჭაჭისა) სავალდებულოა 3 ნიმუშის წარდგენა (3 ეტიკეტიანი ბოთლი), ხოლო ჭაჭის ნომინაციაში 1 ეტიკეტიანი ბოთლის მოწოდება;
  • მონაწილეებმა ელექტრონულ ფოსტაზე: nini.shashiashvili@gmail.com  გამოგზავნეთ ღვინის ნიმუშების შესახებ ინფორმაცია (დასახელება, რაოდენობა, ალკოჰოლი..);
  • ღვინის ნიმუშების გამოგზავნის ვადაა 2016 წლის 20 სექტემბერი. მისამართი: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ბამბის რიგის 7.
  • კონკურსის კოორდინატორი – ნინი შაშიაშვილი 593286528
  • ნიმუშების შეკრებასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი  – ნატო გუბელაძე 577247711

ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი იმართება ყოველწლიურად საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. კონკურსში გამარჯვებულ ღვინოებს გადაეცემათ პრიზები, ასევე,  კონკურსის ლოგო, რომელიც შემდგომში შეუძლიათ დაიტანონ გამარჯვებული ღვინის ეტიკეტებზე.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება 2 ოქტომბერს, სადაც გამარჯვებულ ღვინოებთან ერთად გახდება ცნობილი “ქართული ღვინის ორდენი”-ს 2015 წლის კავალერები.

ამავე დღეს იგეგმება საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეებისა და ასისტენტ სომელიეების საზეიმო მიღება.