მასალა ცომისათვის:

1კგ პურის ფქვილი;

200მლ  წყალი;

მარილი გემოვნებით

 

მასალა შეგთავსისათვის:

1კგ საქონლის ხორცი;

300გრ – ღორის ქონიანი ხორცი;

200გრ ხახვი;

20გრ ნიორი;

50გრ ქინძი;

წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

  1. გარეცხეთ ხორცი. გაარჩიეთ ხახვი, ნიორი და მწვანილი. გარეცხეთ და ყველაფერი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. გატარებული ფარში შეკაზმეთ წიწაკითა და მარილით. ნელ-ნელა შეურიეთ იმდენი წყალი, რამდენსაც შეიწოვს.
  3. გაცერით ფქვილი, დაასხით თბილი, მარილიანი წყალი და მოძილეთ მაგარი ცომი. მოზელილი ცომი გადაზილეთ რამდენჯერმე, თხუთმეტწუთიანი შუალედებით.
  4. ფქვილიან ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი და ჩაის ჭიქის პირით ამოჭერით წრეები. გააბრტყელეთ ამოჭრილი წრეები თხლად.
  5. გაბრტყელებული ცომის შუაგულში მოათავსეთ 20 გრამი შეზავებული ფარში, მოუკარით პირი ისე, რომ ნაოჭები გაუკეთდეს გარეთა მხრიდან და ჩაყარეთ მოსახარშად წინასწარადუღებულ მარილიან წყალში. (წყალი არ უნდა იყოს მლაშე).
  6. წამოდუღებიდან 7 წუთში ამოყარეთ ხინკლები დაშლილ ჭურჭელზე ერთ ფენად, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. ზემოდან მოაფრქვიეთ შავი პილპილი და მიიღთვით ცხლად.

სასმელებიდან ძალიან უხდება ჭაჭა.