„ახალი ღვინის ფესტივალი 2016“ 13-14 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართება
„ღვინის კლუბის’ ინფორმაციით, ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს, მოეწყობა დახურული დეგუსტაცია, რომლის თემა იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან.
14 მაისს კი ახალი ღვინის ფესტივალის საჯარო ნაწილი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს.
საინტერესო ფაქტია, რომ ახალი ღვინის ფესტივალისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია თუ ფესტვალის პირველ წელს, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობდა, გასულ 2015 წელს ფესტივალში უკვე 105 სუბიექტი იყო ჩართული. გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 20-მდე პუბლიკაციაში – ბლოგპოსტებში, სტატიებსა და რადიოგადაცემებში გაშუქდა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის უცვლელი მხარდამჭერები იქნებიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია.