საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა 5 ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა. ამიერიდან ნატურალური მინერალური წყლები _ მიტარბი, სქური, უწერა, ბოლნისი და ზვარე დაცული იქნება გაყალბებისგან. ამ დასახელებების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად მეწარმეები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ბაზარზე მოახდინონ ქართული პროდუქციის ექსპორტი, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქცია გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდება. მომხმარებელს ამგვარი დასახელებებით მონიშნული პროდუქტი მიუთითებს მის მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციას, ევროკავშირის ბაზარზე დაიკავოს ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქტის სეგმენტი.