“ქინძმარაული” ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირე¬ბადი, უმაღლესი ხარისხის წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

ღვინო “ქინძმარაული” ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

“ქინძმარაულის” წარმოების მიკროზონა

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30’და აღმოსავლეთ გრძედის 45º50′ კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები, ძირითადად, განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება – გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.

“ქინძმარაულის” ღვინომასალის მისაღებად არსებული ტერიტორია შიდა კახეთის ნაწილს მოიცავს და მდინარე ალაზნის მარცხენა, მეორე ტერასაზეა წარმოდგენილი, მისი შენაკადი მდინარეების: დურუჯის, ბურსის, ჩელთის, ინწობას, ავანისხევის და შოროხევის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ემიჯნება კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებას. აღნიშნული ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარიდან მოყოლებული, რელიეფურად უფრო სამხრეთ-დასავლეთისაკენ დახრილი ვაკეა სუსტი ტალღისებური ზედაპირით, ხოლო დანარჩენი ტერიტორია აღმოსავლეთის მიმართულებით სამხრეთისაკენ დახრილ ვაკეს წარმოადგენს. აღნიშნული ზონა ზღვის დონიდან 250-550 მ ფარგლებშია და მოიცავს თვით ქინძმარაულისა და ყვარლის ადმინისტრაციულ ტერიტორიას, დასავლეთის მიმართულებით სოფლების: შილდის, ენისელის, საბუეს, ალმატის, გრემის და შაქრიანის შუა და ზედა ნაწილს, რომლებიც ალაზნის მეორე ტერასაზე მდებარეობენ. აღმოსავლეთის მიმართულებით კი სოფლების: ფატმასურის, სანავარდოს, კუჭატანის წიწკანაანთ სერის, ჩანტლის ყურის, ზინობიანის, ახალსოფლის, თხილის წყაროს, მთის ძირის, ჭიკაანის ძირითადად და ნაწილობრივ გავაზისა და ბალღოჯიანის ტერიტორიებს ალაზნის პირველ ტერასამდე. აღნიშნული მიკროზონის მთლიანი ფართობი დაახლოებით 2400 ჰა-მდეა.

კლიმატი

“ქინძმარაულის” მიკროზონაში ამინდის ფორმირებას, ძირითადად, განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, მაღალმთიანი სისტემების ზეგავლენით გამოწვეული, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ჰაერის მასები. ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გახსნილობისა და ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან ჩაკეტილობის გამო, აქ გაბატონებულია ხეობის მიმართულების – ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარები. ხეობის თავისებური ჩაკეტილობის შედეგად ქარის სიჩქარე დიდი არ არის. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით.
არსებული ვენახები და სავენახე ფართობები, ძირითადად, მდებარეობს 2-30 სამხრეთ და მის მიმდებარე დახრილ დაქანებაზე. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდში, ქინძმარაულის განედისათვის მზის სიმაღლე, შესაბამისად, 60-700 და 40-500-ის ფარგლებშია. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2050 საათია.
“ქინძმარაულის” მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50C-ია, უთბილესი თვეების (VII-VIII) საშუალო ტემპერატურა 23,60C, უცივესი თვისა კი +1,00C-ია. მრავალწლიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო -100C, -110C-ია, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო – 350C, ხოლო ექსტრემალური ტემპერატურები -230C – +380C-ს უდრის. გაზაფხულზე ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100C-ზე ზევით მდგრადი გადასვლა ხდება 5.IV. შემოდგომაზე 100C-ზე ქვემოთ დაცემა, 4.XI-ს აღინიშნება. ე. ი. თბილი პერიოდის ხანგრძლივობა 212 დღეა. საფერავი კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებში (15.IV-დან) იწყებს. ყვავილობა მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფის დაწყება კი აგვისტოს მეორე ნახევარში აღინიშნება (20.VIII-დან). ყურძნის ტექნიკურად მომწიფება სექტემბრის ბოლო რიცხვებში ხდება. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მისაღებად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა დაიკრიფოს.

ნიადაგები – არსებული კვლევისა და მასალების საფუძველზე მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ალუვიური ნიადაგების ორი სახეობა, ცხრა სახესხვაობით და დელუვიური ნიადაგების ორი სახეობა – ხუთი სახესხვაობით.
აღნიშნული მიკროზონის ტერიტორიის ნიადაგური მახასიათებლები, ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, შესაძლებლობას იძლევა, ვაზის ჯიში საფერავი გამოყენებული იქნას ღვინო “ქინძმარაულის” წარმოებისთვის.

გადაუდებელი აგროღონისძიება
მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილი აგრორეგლამენტების ფარგლებში, რეგლამენტირებული მოსავლის მისაღებად.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება
ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები – ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე,
ურწყავში – საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება; ბალახიან-კორდიანი სისტემა; ნიადაგის მულჩირება.

განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ-ლა¬მენ¬ტე¬ბით.

საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
საფერავი ქართული წითელყურძნიანი მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. მიკროზონაში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 7-8 ტ-ს აღწევს. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 260 გ-დმ3-მდე ადის, 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით. სოკოვან დაავადებათა მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას.

ღვინო “ქინძმარაული”
ღვინო “ქინძმარაულის” ქიმიური მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა – 10,5-12,0%;
შაქრების მასიური კონცენტრაცია – 30-50გ/ დმ3 ;
ტიტრული მჟავიანიბა – 5-7გ/დმ3;
აქროლადი მჟავიანობა – არაუმეტეს 1,2გ/დმ3;
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3;
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3;
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3.
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999წ დადგენილებას.

ღვინო “ქინძმარაულის” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები
ქინძმარაულის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით – 1633 ჰა-ს, აქედან მოსავლიანია 614 ჰა.
ამჟამად წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 4297 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარმოებულ იქნას 280 000 დეკალიტრი ღვინომასალა.

ქინძმარაულის მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა
დიდი კავკასიონის მაღალი მთების სამხრეთით მიბჯენილი მთისწინეთის გავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, მდინარეების ჩამონაზიდ შავფიქალებზე განვითარებული ხირხატიანი ნიადაგები. ვენახში შექმნილი მეტად ხელსაყრელი სითბური რეჟიმი და თვით ვაზის ჯიშის, საფერავის, უნიკალური თვისებები – ეკო¬ლო¬გი¬უ¬რი პლასტიურობა, განსაზღვრავენ ორიგინალური მაღალხარისხოვანი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის, “ქინძმარაულის” სპეციფიურ საგემოვნო თვისებებს.