პარფიუმერი
“კახური წარჩინებული” კომპანია “ბადაგონის” პრემიუმ კლასის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი დამზადებულია კლასიკური მეთოდით, ალავერდის ზონაში დაკრეფილი რქაწითელისგან.
ჯიში: 100% რქაწითელი (თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, უხვმოსავლიანი, საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა);
ფერი: ჩალისფერი, მკრთალი ოქროსფერი სხივებით;
არომატი: თავდაპირველად იგრძნობა ყვავილების არომატი, რასაც მოსდევს თეთრი ხილი (ვაშლი, მსხალი, ნესვი), მცირე დაყოვნების შემდეგ ღვინო იხსნება, ვითარდება და წარმოიქმნება სანელებლებისა და მშრალი ხილის (ჩირი) ნაზი არომატი;
გემო: ოდნავ გამოხატული მჟავიანობა ღვინოს სძენს ხალასს და ცოცხალ ხასიათს. ღვინო მდიდარია ხილის გემოთი. დასრულებული, დაბალანსებულია ხანგრძლივი დაბოლოებით;
კერძთან შეხამება: “კახური წარჩინებული” (თეთ. მშ) – საუკეთესო მეწყვილე იქნება ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებთან, თეთრ ხორცთან (ქათამი, კურდღელი და ა.შ) ასევე – ხასიათიან ყველთან (გუდის, ზაფხულის და ა.შ).