ხეცურიანის სომელიეს სკოლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაცია პირველად საქართველოში ღვინის შემსწავლელ ონლაინ კურსებს აცხადებენ
ხეცურიანის სომელიეს სკოლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაცია პირველად საქართველოში აცხადებენ ღვინის შემსწავლელ ონლაინ კურსებს შემდეგი მიმართულებებით: ღვინის კულტურა – ღვინის ენთუზიასტებისთვის ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 27 აპრილი. ღვინის გიდის კურსი ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 27 აპრილი. WSET level 1 ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 1 ივნისი WSET level 2 ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 8 ივნისი. სომელიესა და ღვინის ბიზნესის კურსი: ონლაინ კურსის დასაწყისი – 2020 წლის 11 მაისი; დასწრებული (ლექციები აუდიტორიაში) სწავლების დასაწყისი – 2020 წლის 2 ნოემბერი. კურსი „ღვინის ენთუზიასტი“ ღვინის კულტურის შემსწავლელი ონლაინ კურსი – ღვინის ენთუზიასტებზე, ენო-გასტრონომიის მოყვარულებზე და იმათზეა გათვლილი, ვისაც იმ აუცილებელი ცოდნის მიღება სურთ, თანამედროვე ადამიანს რომ ესაჭიროება ღვინოზე, როგორც კულტურაზე. კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: ღვინის ისტორია; ღვინის კულტურა; მევენახეობა მოყვარულთათვის; მეღვინეობა მოყვარულთათვის; რა არის ტერუარი? როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი; მსოფლიოს „მთავარი“ღვინოები; ქართული „მთავარი“ღვინოები; ღვინის ზადები და დაავადებები; ღვინის არომატები; ღვინის დეგუსტაციის წესები; კერძების და ღვინოების შეხამება; ღვინოსთან მოპყრობის კულტურა: ცოტა რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სომელიეს ხელოვნების შესახებ; ძირითადი მაღალალკოჰოლური სასმელები. კურსი: 12 ვებინარი – 4 კვირის განმავლობაში; ღირებულება: 550 ევროს ეკვივალენტი ლარში; თითოეული ვებინარის ხანგრძლივობა: 2 საათი; სწავლის დასაწყისი: 2020 წლის 27 აპრილი; კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 23 აპრილი,18.00 სთ. კურსი სრულდება ტესტირებით, რომლის ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულს გადაეცემა (ხეცურიანის სომელიეს სკოლის და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის) „ღვინის ენთუზიასტის“ სერტიფიკატი. კურსი „ღვინის გიდი“ კურსი გათვლილია საქართველოში მომუშავე გიდებზე, რომელთაც ღვინისა და გასტრონომიის...
Read More