მამუკა ხაზარაძე: „ქართულ ღვინოზე რომ ვისაუბროთ დღეს, უნდა ვიცოდეთ ჩვენი კულტურის საწყისები“
ისტორიული მესხური ტერასების აღდგენა უტოპიიდან რეალობად იქცა, უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო და ამ საქმეში „ლომის წილი“ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ამ უნიკალური პროექტისა და, საერთოდ, ქართული ღვინის პერსპექტივებზე ჩვენ მამუკა ხაზარაძეს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ. ბატონო მამუკა, თქვენთვის ღვინის თემა უცხო არ არის… ჟურნალ „ღვინო“-სთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ: „ღვინით მაშინ დავინტერესდი, როცა მუხრანბატონის სასახლე ვნახე. რომ არ შევხებოდი ამ ისტორიას, რაც მუხრანში დამხვდა, ღვინის თემაში ისე არ შევიდოდი“… ამჯერად მესხური ტერასების აღდგენას იწყებთ, აქ რა არის თქვენი მოტივაცია, რამ გადაგაწყვეტინათ ამ საქმეში წვლილის შეტანა? ბორჯომის პროექტზე მუშაობისას ხშირად...
Read More