რა ხიბლავთ იაპონელებს ქართულ ღვინოში
ქართული ღვინისადმი ინტერესი იაპონიაში თანდათან იზრდება. იაპონია 2014 წლიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. ამას, ბუნებრივია, ხელს უწყობს ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მათ შორის – ტოკიოში. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო ორი წლის მანძილზე, იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინო უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ამჯერად, სულ რამდენიმე დღის წინ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2016” გაიმართა და აქ ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია მონაწილეობდა: „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ბაგრატიონი 1882“, „ქინძმარაული“, „წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური...
Read More