ყურძნის ბაზრობა ქუთაისში – XIX საუკუნის მეორე ნახევარი
ფოტოისტორიები ეს ფოტო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ქუთაისშია გადაღებული და ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ყურძნის ბაზრობის საკითხს ძველი დროიდანვე დიდი ყურადღება ექცეოდა საქართველოში. ფოტოსურათზე აღბეჭდილნი არიან ქუთაისის შემოგარენიდან და მახლობელი სოფლებიდან ჩამოსული გლეხები, რომლებსაც ყურძენი სპეციალურად მოწნული გოდრებით აქვთ ჩამოტანილი გასაყიდად. მართალია, ფოტოსურათზე ბაზრობის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩანს, მაგრამ არსებობს ამავე პერიოდის სხვა ფოტომასალაც, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ქუთაისში ყურძნის ბაზრობას გრანდიოზული მასშტაბები ჰქონია. ისტორიულ ფოტოზე აღბეჭდილი ხალხის ჩაცმულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათის გადაღების პერიოდი გვიანი შემოდგომაა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან დასავლეთ საქართველოს არაერთი ვაზის ჯიში სწორედ სიმწიფის გვიანი პერიოდით ხასიათდება, რომლებიც, შესაბამისად, გვიან შემოდგომაზე იკრიფება. გიორგი...
Read More