ჯიღაურაში ვაზის სხვლა-ფორმირების პრინციპებზე მასტერკლასი ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ტრენინგი „ვაზის სხვლა-ფორმირების პრინციპები” ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ ჩხარტიშვილი. ღონისძიებას დაესწრო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. ტრენინგი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის, ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მევენახეობის აგროწესების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვაზის გასხვლა-ფორმირების პრინციპების თეორიულ ასპექტებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეობა მიიღეს გასხვლის პროცესში. ტრენინგის ბოლოს მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის...
Read More