თვე: მარტი 2016

ოთარ იოსელიანი: “ჩვენ ახლა ჩავიფიქრეთ კინო, რომელსაც არავინ უყურებს, მაგრამ ჩვენ მას მაინც გადავიღებთ!”

ყოველთვის მაინტერესებდა დიდ ქართველ რეჟისორთან, ოთარ იოსელიანთან შეხვედრა, მასთან საუბარი. და, აი, ის თბილისშია, თავისი ფილმის გადასაღებად. ჩემს მეგობრებთან, თამარ ბართაიასთან და ჟანა სარდლიშვილთან ერთად, ვეწვიე სახლში. რას ნიშნავს ღვინო ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ოთარ იოსელიანია, ჩემთვის მუდმივად საინტერესოა. ამიტომ ჩვენი საუბარი ბუნებრივად იწყება ღვინოზე და მის როლზე ბატონი ოთარის შემოქმედებასა თუ ცხოვრებაში… ოთარ იოსელიანი: საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, ორი ფუნქცია აქვს ღვინოს. ევროპაში ეს უფრო გასტრონომიულია, განსაკუთრებით, იტალიასა და საფრანგეთში. ისინი საჭმელს ჭამენ ღვინოსთან ერთად და მორჩა, იქ ღვინის დანიშნულება სულ ეს არის. ჩვენთან და რუსეთშიც კი, ღვინოს სულიერი ფუნქცია აქვს. საერთოდ, სმა – ეს არის ძალიან სერიოზული რამ, ეს...

Read More

“ღვინის ქალაქი”

საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიიის მხარდაჭერით “თბილისობის” დღესასწაულზე წელს პირველად “ღვინის ქალაქი” მოაწყო. რიყეზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო დატვირთვის მქონე სიმბოლური “ღვინის სახლები” დაიდგა: “კახეთი”, “იმერეთი”, “რაჭა-ლეჩხუმი”… აქ დღესასწაულის მონაწილეებს შეეძლოთ, არამარტო სხვადასხვა კომპანიის რჩეული ღვინოები დაეგემოვნებინათ ან ფასდაკლებით შეეძინათ, არამედ “სახლების კედლებსა” თუ სპეციალურ ბანერებზე დაბეჭდილი საინტერესო ინფორმაციებიც წაეკითხათ – ქართული ღვინის ისტორიის, ჯიშების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა თუ მთავარი მწარმოებლების შესახებ. ამავე დროს, “თბილისობის” სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სასიამოვნო მუსიკით დამტკბარიყვნენ, რადგან სპეციალურად მათთვის “ღვინის ქალაქის” სცენაზე კონცერტებს ჯგუფი “ფრანი” მართავდა. “ღვინის ქალაქი” თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების, თეატრ “ნაბადის”, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისა და ქართველი სომელიეების მიერ თეატრალიზებული ღვინის აღლუმით გაიხსნა...

Read More

ჩურჩხელა

რეგისტრირებულია საქპატენტში ქართული ტრადიციული ტკბილეული “ჩურჩხელა” არის ყურძნის ან თუთის შესქელებულ ტკბილში ამოვლებული ძაფზე ასხმული ნიგოზი, თხილი, ნუშის გულები, გოგრის გარჩეული თესლი ან მათი ნატეხები, და/ან სხვადასხვა ხილის ჩირი – ვკითხულობთ საქპატენტის მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს რეგისტრირებულ დოკუმენტში. ამ დროიდან ჩურჩხელა ოფიციალურად რეგისტრირებული ქართული ბრენდია და მისი დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა. ფორმა: სტანდარტული “ჩურჩხელის” სიგრძე 20-დან 35 სმ-მდეა. დიამეტრი – 1,5-4 სმ. ამასთან, გამონაკლისის სახით დასაშვებია არასტანდარტული სიგრძის “ჩურჩხელის” წარმოებაც. ორგანოლეპტიკა: შესქელებული და გამშრალი ტკბილისა და შესაბამისი ნედლეულის დამახასიათებელი სასიამოვნო, ტკბილი გემო; კონსისტენცია – რბილი, მკვრივი და ელასტიკური. შესქელებული ტკბილის მომზადება და ჩურჩხელის ამოვლება შესქელებული ტკბილის მოსამზადებლად ყურძნის...

Read More

ჯუზეპე ვაკარინი საქართველოში

მსოფლიოს ჩემპიონი სომელიე (1978) ჯუზეპე ვაკარინი სტუმრად თბილისში… დღეს, რუსთავი 2-ის დილის გადაცემამ “დილა მშვიდობისა საქართველო”, იტალიის სომელიეთა ასოციაციის (ASPI) პრეზიდენტს ჯუზეპე ვაკარინისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტს შალვა ხეცურიანს უმასპინძლა. სტუმრებმა სომელიეს პროფესიაზე, ღვინის დეგუსტაციის ტექნიკასა და თბილისის ღვინის სკოლის მსმენელებისთვის ჩატარებულ ლექციებზე ისაუბრეს. თბილისის ღვინის სკოლაში მომავალ სომელიეთა 2016 წლის მეორე ნაკადის სწავლება „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ (TESC) დააფინანსა. Posted by საქართველოს სომელიეთა ასოციაცია • Georgian Sommelier Association on Monday, February 8,...

Read More

საფერავის ბოკალის დაბადების ისტორია

კადრი №1 საფერავისთვის ექსკლუზიური ბოკალის აუცილებლობაზე ფიქრი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის დამფუძნებელმა ჯერ კიდევ 2001 წლიდან დაიწყო, როცა თავად პირველად აღმოჩნდა გეორგ რიდელის “ვორქშოფზე“. მსოფლიოში ცნობილი ბოკალების მწარმოებელი, ავსტრიული კომპანია “რიდელის“ მეოთხე თაობის წარმომადგენელი, გრაფი რიდელი დამაჯერებლად ყვებოდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღვინის ჯიშის, მისი გემოვნური თვისებებისა  და არომატის აღსაქმელად სასმისის ფორმას. მაშინ მხოლოდ ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ქართული ღვინის ერთ-ერთი უნიკალური ჯიშისთვის, საფერავისთვის, სწორედ რიდელი შექმნიდა ექსკლუზიურ ბოკალს. არადა, რიდელის კოლექციის ოცეულში მოხვედრა საფერავის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა… “პირადად მე ერთი წუთითაც არ შემიწყვეტია ფიქრი იმაზე, თუ როგორ დამეინტერესებინა ცნობილი ავსტრიელი ოსტატი და დამერწმუნებინა იგი,...

Read More

სომელიეს სკოლა