ხელ-მოცარელა-რულობა
კამეჩის სულგუნი: წარმოშობა – ანაკლია; ხარისხი – არ აკლია; სახელი – აკლია. თუ ყიდვა გსურთ, ზუგდიდის ბაზარი საუკეთესო მისამართია. არჩევანი აქ ყველაზე დიდია – ათობით გამყიდველს ათობით მწარმოებლის კამეჩის სულგუნი აქვს, შეუბოლავიც და შებოლილიც. სხვაგან, თუნდაც სენაკის ბაზარში, ასეთი არჩევანი არ არის. თბილისში კი კამეჩის სულგუნს, უბრალოდ, ვერ მიაგნებთ. თუ ვინმე გეტყვით, მე ვყიდიო, სჯობს, არ ენდოთ და ისევ ზუგდიდისკენ გასწიოთ. სამეგრელოს ყველა რაიონი ეჯიბრება ერთმანეთს საუკეთესო კამეჩებითა და კამეჩის რძით. და მაინც, ყველაზე ცნობილი ენგურის და შავიზღვისპირა სოფლების კამეჩის რძეა. ანაკლიელ პალიკო და ნაირა მიქავებს შვიდი კამეჩი ჰყავთ. მათგან ოთხი – ზრდასრული. რძე ყოვედღე აქვთ და ძირითადად, ყველი...
Read More