“ხვანჭკარაზე” დავა ჩინეთში წარმატებით დასრულდა
“ხვანჭკარაზე” დავა ჩინეთში წარმატებით დასრულდა. დავა გრძელდება “წინანდალზე”, “ქინძმარაულსა”და “ჭაჭაზე.” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყებამ “ხვანჭკარის” რეგისტრაცია გაუუქმა ფიზიკურ პირს, რომელსაც არაკეთილსინდისიერად ჰქონდა დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება. ასევე არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე “წინანდალი”,“ქინძმარაული” და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე, “ჭაჭა” დავა “საქპატენტსა” და ორ ჩინურ კომპანიას შორის 2014 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” იმედს გამოთქვამს, რომ სარჩელი სხვა სადავო დასახელებებზეც დაკმაყოფილდება. 2013 წლის 23 მაისს “საქპატენტმა” ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის სასაქონლო ნიშნების უწყებაში შეიტანა 6 განაცხადი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების: “ტვიში”, “ხვანჭკარა”, “წინანადალი”, “ქინძმარაული”, “მუკუზანი” და ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის...
Read More