ხანისწყლის ხეობაში არსებული 4 მეტრიანი ქვის საწნახელი სპეციალისტების მოვლას საჭიროებს
მარტის მიწურულს ხანისწყლის ტურისტული პოტენციალის შეფასების მიზნით მორიგი ექსპედიცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ: გეოგრაფიის დოქტორი, თსუ–ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ალექსანდრე (სანდრო) მარუაშვილი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე; ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა; ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე, ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშომელი, კერძო კოლექციონერი შუქრი ნაკაშიძე; ფოტოგრაფი ანა ფხალაძე. სოფელი ხანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, მდინარის ხეობაში, დაახლოებით 25 მეტრიანი ჩანჩქერია, აქვე მახლობლად მდინარე ხანისწყალი ქვის თაღში გაედინება, მოსახლეობა ამ ადგილს ,,ქვახვრელებს“ უწოდებს. მდინარე ხანისწყლის...
Read More