სომელიე მაგდა დეისაძე წარმოგიდგენთ “ბადაგონის” ღვინოს “კახური წარჩინებული”
პარფიუმერი “კახური წარჩინებული” კომპანია “ბადაგონის” პრემიუმ კლასის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი დამზადებულია კლასიკური მეთოდით, ალავერდის ზონაში დაკრეფილი რქაწითელისგან. ჯიში: 100% რქაწითელი (თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, უხვმოსავლიანი, საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა); ფერი: ჩალისფერი, მკრთალი ოქროსფერი სხივებით; არომატი: თავდაპირველად იგრძნობა ყვავილების არომატი, რასაც მოსდევს თეთრი ხილი (ვაშლი, მსხალი, ნესვი), მცირე დაყოვნების შემდეგ ღვინო იხსნება, ვითარდება და წარმოიქმნება სანელებლებისა და მშრალი ხილის (ჩირი) ნაზი არომატი; გემო: ოდნავ გამოხატული მჟავიანობა ღვინოს სძენს ხალასს და ცოცხალ ხასიათს. ღვინო მდიდარია ხილის გემოთი. დასრულებული, დაბალანსებულია ხანგრძლივი დაბოლოებით; კერძთან შეხამება: “კახური წარჩინებული” (თეთ. მშ) – საუკეთესო მეწყვილე იქნება ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებთან, თეთრ ხორცთან (ქათამი, კურდღელი და...
Read More