ჩურჩხელა
რეგისტრირებულია საქპატენტში ქართული ტრადიციული ტკბილეული “ჩურჩხელა” არის ყურძნის ან თუთის შესქელებულ ტკბილში ამოვლებული ძაფზე ასხმული ნიგოზი, თხილი, ნუშის გულები, გოგრის გარჩეული თესლი ან მათი ნატეხები, და/ან სხვადასხვა ხილის ჩირი – ვკითხულობთ საქპატენტის მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს რეგისტრირებულ დოკუმენტში. ამ დროიდან ჩურჩხელა ოფიციალურად რეგისტრირებული ქართული ბრენდია და მისი დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა. ფორმა: სტანდარტული “ჩურჩხელის” სიგრძე 20-დან 35 სმ-მდეა. დიამეტრი – 1,5-4 სმ. ამასთან, გამონაკლისის სახით დასაშვებია არასტანდარტული სიგრძის “ჩურჩხელის” წარმოებაც. ორგანოლეპტიკა: შესქელებული და გამშრალი ტკბილისა და შესაბამისი ნედლეულის დამახასიათებელი სასიამოვნო, ტკბილი გემო; კონსისტენცია – რბილი, მკვრივი და ელასტიკური. შესქელებული ტკბილის მომზადება და ჩურჩხელის ამოვლება შესქელებული ტკბილის მოსამზადებლად ყურძნის...
Read More