სოფელი
ნოველა პირველად ღვინო სოფელში დავლიე. სულ რამდენიმე ყლუპი. ცხრა წლის ვიყავი და ბაბუაჩემი ჭურს ხდიდა. ჭური იყო დაბურული თუთის ხეების ქვეშ. გრილ და საამო ჩრდილში. ბაბუა ჭურს ხდიდა, ბავშვები იქვე ვიდექით და ვუყურებდით. ვუყურებდით, როგორ იღებდა ორშიმოთი კრიალა სითხეს ასხამდა დოქში. ეს რაღაც მისტერია იყო. ისევე, როგორც რთველის და ყურძნის დაწურვის რიტუალი… რაღაც ჯადოქრობა. ისევე, როგორც გალილეაში ქრისტეს მიერ წყლის ღვინოდ გადაქცევა, ყურძნის ტკბილი წვენის გადაქცევა ჭურებში დატყვევებულ სურნელოვან და მათრობელა სითხედ. მას შემდეგ სოფელს ჩემთვის იმ ღვინის გემო აქვს, რომელიც ჭურისთავზე ბავშვობისას გავსინჯე. საერთოდ კი, სოფელი მახსოვს ბუნდოვნად. მახსოვს სწორედ ამ გემოებით, ფერებითა და სურათებით. მახსოვს დიდი მწვანე...
Read More