ავტორი: Nato Gubeladze

ერთი – ყველასათვის და ყველა – არმანიაკისთვის!

შეიძლება, ბევრს გაუგია. შეიძლება – არც ისე ბევრს. მით უფრო – ნაკლებს გაუსინჯავს. და კიდევ უფრო ნაკლები მიმხვდარა, რა აქვს განსაკუთრებული არმანიაკს ან რა განასხვავებს კონიაკისგან. მაგრამ ვისაც გაუგია, ვისაც გაუსინჯავს და ვინც მიმხვდარა, არმანიაკის თაყვანისმცემლად დარჩენილა. საფრანგეთის უკანასკნელი საიდუმლო თავმომწონე ხალხია ფრანგები. თავმოყვარეც. თავზე არანაკლებ კი სტომაქს აფასებენ – კარგი ჭამა და კარგი სმა, ძალიან ტრადიციული და გამოზომილი, მაგრამ მრავალფეროვანი. ეს თავმომწონე ფრანგები დიდი ხანია, მთელ მსოფლიოს დასცინიან, შამპანური და კონიაკი ხომ გაჩუქეთ, არმანიაკი კი საჩვენოდ დავიტოვეთო. კაცმა არ იცის, არმანიაკის ბედია თუ უბედობა, რომ მუდამ კონიაკის ჩრდილში იყო წარმოების მასშტაბითაც და მსოფლიო პოპულარობითაც. მაგრამ გლობალიზაცია ყველაფერს ცვლის. ფრანგების ეს უკანასკნელი...

Read More

შამპანის უგვირგვინო დედოფალი – “კლიკოს ქვრივი”

ერთ საინტერესო ისტორიას გიამბობთ პატარა გოგონაზე, რომელსაც ბედმა დაუვიწყარი დიდება არგუნა. მთელი მსოფლიო ამ ფრანგ გოგონას კლიკოს ქვრივის სახელით იცნობს. ის 1777 წელს დაიბადა რეიმსში, პროვინცია შამპანის დედაქალაქში, იმ ქალაქში, სადაც ფრანგი მეფეების უმეტესობა თავზე გვირგვინს იდგამდა. ეს ყველაფერი დაიწყო 16 დეკემბერს – პატარა გოგონა, სახელად ნიკოლი, ნიკოლა პონსარდანის ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას. მამამისი ტექსტილის წარმოებით იყო დაკავებული. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ქალიშვილი უდიადესი შამპანური ღვინის მწარმოებელი გახდებოდა ოდესმე. პირიქით, მისი ამბიცია მხოლოდ და მხოლოდ კარიერა და ქალიშვილის სარფიანად გათხოვება იყო. ყოველთვის სურდა, რომ გოგონა მიეთხოვებინა რომელიმე დიდგვაროვანი ფრანგისთვის და როგორმე რაიმენაირი ტიტული მაინც მოეპოვებინა საკუთარი თავისთვის. ამ მიზნებით...

Read More

“კლიკოს სახლის” 240-წლიანი ისტორია ციფრებში

კლიკოს სახლის ისტორია 1772 წ. – ფილიპ კლიკომ, რომელიც დაიბადა ტექსტილით მოვაჭრისა და ვენახების მფლობელის ოჯახში, დააარსა ღვინის სავაჭრო სახლი “კლიკოს” სახელით. მას გააჩნდა “საზღვრის გადაკვეთის” ამბიცია და შამპანურის პირველი პარტია ვენეციაში გააგზავნა. 1775 წ. – როგორც ვარდისფერი შამპანურის პიონერმა მწარმოებელმა, ამ სახლმა “ვარდისფერი ღვინის” პირველი ჩამოსხმა გაიტანა ლოზანაში. 1798 წ. – ფილიპ კლიკომ მისი ვაჟი ფრანსუა, რომელიც ბარბე ნიკოლ პონსარდინზე ახლადდაქორწინებული იყო, ჩართო ბიზნესში. 1801წ. – ფრანსუა კლიკომ დაიქირავა ლუი ბონე (Louis Bohne), კლიკოს ბრენდის ზღვისიქეთა ქვეყნებში გასავრცელებლად. დაუღალავი მოგზაური ეწვია ინგლისს, ნიდერლანდებს, გერმანიას, ავსტრიას, უნგრეთსა და იტალიას. 1804 წელს მან პირველად იმოგზაურა რუსეთში, უდიდესი კომერციული წარმატებით. 1805...

Read More

ჩინური ჩაი და მისი სწორი აღქმა

ჩინური ჩაი და მისი სწორი აღქმა „როცა ცივ ზამთრის ღამეს ჩემ სახლში მოდის სტუმარი, მე მას მალევე ვთავაზობ ცხელ ჩაის…” (ძველი ჩინური პოემიდან) ჩაი ძალიან ჰგავს ღვინოს. მისი წარმომავლობა და ისტორია ისევე მდიდარი და ძლიერია, როგორც – ღვინის. ის ისევე მრავალფეროვანია სახეობებით, ადგილწარმომავლობით, ფერით, დამუშავებისა და შენახვის მეთოდოლოგიით, როგორც – ღვინო. ჩაისთვის, ისევე, როგორც ღვინოსთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ასაკი. ჩაის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. პირველ, ყველაზე სრულ ნაშრომს ჩაისა და მისი ისტორიის შესახებ, ჩინეთში, უკვე თანის დინასტიის დროს ვხვდებით. მისი ავტორია ლუ იუ (უ უ – 733-804 წწ). მისი დამსახურება ჩაის კულტურის შესახებ ინფორმაციის წიგნის სახით თავმოყრის კუთხით იმდენად დიდია, რომ...

Read More

ახალი სამყაროს ღვინო – დაუმთავრებელი ისტორია

1976 წლის 26 მაისი, პარიზი. იმ დროის საფრანგეთის 11 ცნობილი ექსპერტი გულმოდგინედ ათვალიერებს, ყნოსავს და აგემოვნებს ღვინის ნიმუშებს. თავისთავად, ამ ფაქტში თითქოს არაფერი უცნაური და განსაკუთრებული არ არის. საფრანგეთში ყოველწლიურად უამრავი ღვინის კონკურსი თუ დეგუსტაცია იმართება. დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო სტივენ სპერიერი, პარიზში მოღვაწე ბრიტანელი ღვინით მოვაჭრე- ექსპერტი. მან მოიწვია იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები ბურგუნდიული და ბორდოს ღვინის შესაფასებლად. ეს რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, მაგრამ რეალურად ნიმუშებში შერეული იყო კალიფორნიული ღვინის ნიმუშებიც. სიტუაციის ინტრიგა მდგომარეობდა იმაში, რომ კონკურსი ბრმად მიმდინარეობდა, ანუ მონაწილეებმა არ იცოდნენ, თუ რომელ ნიმუშს აფასებდნენ, ყველა ბოთლი შეფუთული იყო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ფრანგული...

Read More

სომელიეს სკოლა