ავტორი: Nato Gubeladze

ქართული ღვინო “ქინძმარაული”

      “ქინძმარაული” ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირე¬ბადი, უმაღლესი ხარისხის წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო “ქინძმარაული” ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით. “ქინძმარაულის” წარმოების მიკროზონა გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30’და აღმოსავლეთ გრძედის 45º50′ კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები, ძირითადად, განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება – გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე. “ქინძმარაულის” ღვინომასალის მისაღებად...

Read More

ბევრი ნული ჩანგალზე

ბევრი ნული ჩანგალზე ელიტური ღორმუცელობის 4 000 წელი და 4 000 დოლარი გაჰყევით დედალ ღორებს! ღორები სიმდიდრესთან მიგიყვანენ. ოღონდ, შეჭმა არ უნდა მოგასწრონ. როგორც კი რომელიმე ხის ძირას გამალებით დაიწყებენ თხრას, მოაცილეთ იქაურობას. დანარჩენი თქვენ იცით – ან სტომაქს ასიამოვნებთ, ან – ჯიბეს. უცხო საკვებთა ლექსიკონიდან ჩვენ მას არ ვიცნობთ. საშუალო სტატისტიკური ჩვენებური დარწმუნებულია, რომ ტრუფელი შოკოლადიან კანფეტს ჰქვია. აი, ბავშვობაში “ასეთი” გემრიელი რომ იყო და ახლა “ისეთ” გემოს ვეღარ ჩაატან. ცოტას გაუგონია, რომ ამავე სახელწოდებით რაღაც უცნაური სოკოც არსებობს. და კიდევ უფრო ნაკლებს გაუსინჯავს ნამდვილი ტრუფელი, ის, რომელსაც მსოფლიო იცნობს და აფასებს. სიტყვა “აფასებს” ცალკეა გამოსაყოფი იმიტომ, რომ...

Read More

ნელი ჭამის პრეზიდენტი – პოლიტიკური რეცეპტები ლატვიის მთავარი მზარეულისგან

მისი რესპუბლიკის გამოცხადებით არავის ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა, ბევრი სტომაქის მთლიანობა და ჯანმრთელობა კი შენარჩუნდა. ნელა ჭამე, ნელა დაბერდი მარტინშ რიტინში ლატვიის პირველი მზარეულია. ამ საქმეში არც ჩემპიონატი ეწყობა და არც თანამდებობები ნაწილდება, მაგრამ მისი რესტორანი თავისთავად რიგის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რესტორნის უპირობო ვარსკვლავი კი დამაარსებელი და შეფ-მზარეული – რიტინშია. ყველანი ვთანხმდებით, რომ საკვები ნებისმიერი ერის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მარტინშ რიტინში ამ აზრს ლოგიკურად აგრძელებს – თუ ასეა, მაშინ, რატომ არ აბარია ეროვნული სამზარეულო კულტურის სამინისტროს? რთული იქნება დამტკიცება, რომ, მაგალითად, მწვადი, ქართული კერძია. მით უფრო, რთულია წარმოდგენა, რომ კულტურის სამინისტროში ჩამოყალიბდება სუფრის დეპარტამენტი და მასში შევა შემწვარ-მოხრაკულის, მოხარშულ-ჩაშუშულის,...

Read More

ხელ-მოცარელა-რულობა

კამეჩის სულგუნი: წარმოშობა – ანაკლია; ხარისხი – არ აკლია; სახელი – აკლია. თუ ყიდვა გსურთ, ზუგდიდის ბაზარი საუკეთესო მისამართია. არჩევანი აქ ყველაზე დიდია – ათობით გამყიდველს ათობით მწარმოებლის კამეჩის სულგუნი აქვს, შეუბოლავიც და შებოლილიც. სხვაგან, თუნდაც სენაკის ბაზარში, ასეთი არჩევანი არ არის. თბილისში კი კამეჩის სულგუნს, უბრალოდ, ვერ მიაგნებთ. თუ ვინმე გეტყვით, მე ვყიდიო, სჯობს, არ ენდოთ და ისევ ზუგდიდისკენ გასწიოთ. სამეგრელოს ყველა რაიონი ეჯიბრება ერთმანეთს საუკეთესო კამეჩებითა და კამეჩის რძით. და მაინც, ყველაზე ცნობილი ენგურის და შავიზღვისპირა სოფლების კამეჩის რძეა. ანაკლიელ პალიკო და ნაირა მიქავებს შვიდი კამეჩი ჰყავთ. მათგან ოთხი – ზრდასრული. რძე ყოვედღე აქვთ და ძირითადად, ყველი...

Read More

პოლ ბოკიუზის ისტორია

მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო საკვების მოპოვება და მისი ღია ცეცხლზე მომზადება, დიდი დრო გავიდა. ევოლუციას განიცდიდა ადამიანი და მასთან ერთად განვითარების გზაზე ყალიბდებოდა მისი გემოვნება, იზრდებოდა საკვები პროდუქტების რაციონი. ჰომო-საპიენსი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა საკვები პროდუქტების ხარისხს და საუკუნიდან საუკუნემდე აუმჯობესებდა “პირველყოფილ რეცეპტებს”. კოლექტიურად სადილის კულტურა ჩამოყალიბდა ადამიანის კულტურულ განვითარებასთან ერთად. ძველი რომისა და საბერძნეთის ეპოქაში ტრაპეზი განსაკუთრებულ რიტუალურ პროცესს წარმოადგენდა. არისტოკრატიულ საზოგადოებაში გამართული წვეულება – ნადიმის არაერთი გრავიურა თუ კედლის მხატვრობის მაგალითი გვინახავს. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება ერთგვარი საზოგადოებრივი სასადილოები და გზისპირა ანტიკური “სამიკიტნოები”, სადაც მგზავრობით დაქანცულ ანტიკურ ადამიანს შეეძლო საკვების მიღების ბუნებრივი მოთხოვნილების და წყურვილის...

Read More

სომელიეს სკოლა