“საქპატენტი” და სოფლის მეუნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარებისთვის ერთად იზრუნებენ
მზადდება ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია – “ახალქალაქის კარტოფილი”, “ქუთაისის მწვანილი”, “ტყიბულის ჩაი”, “მაჭახელას თაფლი” სოფლის მეურნეობის პროდუქციის – ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავენ. გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. აგრეთვე, მიჩნეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 30-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართული ექსპორტის საგანს წარმოადგენს. 2014 წელს ევროკავშირის პროგრამის ENPAღD-ის ფარგლებში...
Read More