ჩინეთში ქართული ღვინის სახლი „თამადა“გაიხსნა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ამის დასტურია, როგორც გაყიდვების ზრდის მაჩვენებლის ყოველწლიური ზრდა, ასევე, ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული ღვინის მაღაზია-სალონების გახსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ციცია მამულაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი „თამადა“ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის “ჰუალინგ კორპორაციის“ პირველი მდივანი (Guo Xiang Yang) ესწრებოდნენ. პავილიონი „თამადა“ სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა...
Read More