ჩინელები ქართული ჩაის განვითარებაზე იზრუნებენ
ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტი ვან ტიანჩიუანი საქართველოში ვიზიტის პერიოდში, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხების განხილვა იყო. შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ. როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩაის წარმოების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ,,ჩაის პლანტაციების აღდგენა უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ჩაის კარგი საექსპორტო პოტენციალიც...
Read More