ქართული ღვინო და სამზარეულო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე „Real Wine Fair”
მეორე დღეა, რაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” მიმდინარეობს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან “sommelier.ge”-ს აცნობეს, გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ნატურალური ღვინის მწარმოებელი 7 ქართული კომპანია მონაწილეობს – „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“, „ნიკოლაძეების მარანი“, „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“. გამოფენის ფარგლებში უკვე ორი ღონისძიება გაიმართა: ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra”. ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი – იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს „The Georgian Supra”, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ...
Read More