ჩინეთში ღვინის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“ საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა. გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი (Xu renqing). სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თელედა“, GWS და „ბოლერო“. სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუში...
Read More