კაცი, რომლსაც ვაზი ძლიერ უყვარდა
საფრანგეთი. ფრანგული რესტორანი და რესტორანში ქართველები. სტუმრებიდან ერთ-ერთი ღვინოს ირჩევს აპელასიონისა და მოსავლის მიხედვით და უკვეთავს. ცოტა ხანში კიდევ ერთი ბოთლის მოტანას სთხოვენ სომელიეს. ბოლო ბოთლიც იცლება და რესტორნიდან გამოსვლის დროს დამკვეთი სომელიეს ყურში უჩურჩულებს: „ბოლო ბოთლი იგივე ღვინო კი იყო, მაგრამ არა იგივე მოსავლის“. სომელიე თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა მომხმარებელი… ქართველი, რომლმაც სომელიეს ბოდიშები ახდევინა, თამაზ კანდელაკი იყო. თამაზ კანდელაკს იცნობდნენ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. „იგი უნიკალურია, მისი პირის ღრუ მთელი ლაბორატორიაა“ – ამბობდა ფრანგი ღვინის ექსპერტი პიერ პრანგე თამაზ კანდელაკზე. ამ ლაბორატრიას კი ერთი ნიუანსიც არ გამეოპარებოდა ღვინის შეფასების დროს. თამაზ კანდელაკის პროფესიონალიზმზე უცხოელები ჯერ...
Read More