იტალიის საპატიო სომელიე
14-15 ოქტომბერს ქალაქ მილანში, იტალიის პროფესიონალ სომელიელთა ასოციაციამ A.S.P.I. (Associazione della Sommellerie Professionale Italiana) გამართა კონკურსი, სახელწოდებით „2017 წლის იტალიის საუკეთესო სომელიე“ (Miglior Sommelier d ‘ Italia 2017) წელს კონკურსში ბევრი უცხოელი სტუმარი, სხვადასხვა ასოციაციიდან თუ ორგანიზაციიდან იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და „მარანი ხეცურიანი“-ს დამფუძნებელი, ბატონი შალვა ხეცურიანი. ბატონი შალვა არამარტო კონკურსის სტუმარი, არამედ იტალიის საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად შექმნილი საერთაშორისო ჟიურის წევრიც გახლდათ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციამ ბატონ შალვა ხეცურიანს იტალიის საპატიო სომელიეს ტიტული მიანიჭა. ამავე სიმპოზიუმზე გაიმართა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებული ფილმის, „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“-ს ჩვენება...
Read More