საქართველოს სომელიეთა ასოციაცია აცხადებს WSET-ის კურსებს. LEVEL 1
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (Georgian Sommelier Association), როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Wine and Spirits Education Trust – WSET) პროგრამების აკრედიტებული მიმწოდებელი საქართველოში და თბილისის ღვინის სკოლა (Tbilisi Wine School) აცხადებენ WSET Level 1 Award in Wines 2019 წლის კურსებს საქართველოში. WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ. კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. სომელიეს სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია იხილეთ საიტზე Georgian Sommelier Association...
Read More