ღვინის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის
ღვინის საპატიო ელჩის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის ინიციატივით, სამინისტროში გაიმართა ქართული ღვინოების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის. მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი, შალვა ხეცურიანი. მასტერკლასში 36 ქართველი ელჩის (სლოვენია, ავსტრალია, ამერიკა, ირანი, არგენტინა, ჩინეთი, დანია, მოლდოვა, ყაზახეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, იტალია, რუმინეთი, კვიპროსი და სხვა) მეუღლე მონაწილეობდა. ქალბატონებმა დააჭაშნიკეს თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები:„წინანდალი“, „რქაწითელი“, „საფერავი“ და ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“. შალვა ხეცურიანი მათ ასევე ესაუბრა ქართული ღვინის 8ათასწლოვან...
Read More